ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ უკრაინასთან ომი არ იქნება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან ომის დაწყებას მოვლენების აპოკალიფსურ განვითარებას უწოდებს და იმედოვნებს, რომ უკრაინასთან ომი არ იქნება.
“ვფიქრობ, მსგავსი აპოკალიფსური სცენარი ნაკლებად შესაძლებელია და ვიმედოვნებ, რომ ეს არასოდეს მოხდება”, – აღნიშნა პუტინმა ტელეკომპანია “რასსია 1”-თან ინტერვიუში.
მისივე თქმით, უკრაინის მთავრობამ სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის მოსახლეობასთან კარგი ურთიერთობის დამყარება უნდა სცადოს.
“ისეთი ევროპული ქვეყნის ხელისუფლება, როგორიც უკრაინაა, პირველ რიგში უნდა ეცადოს ქვეყანას ნორმალური ცხოვრება დაუბრუნოს, დაარეგულიროს ეკონომიკური და სოციალური სფერო და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონთან ცივილურ ფორმებში კარგი კავშირები დაამყაროს, იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს დონბასის მოსახლეობის ლეგიტიმური უფლებები და ინტერესები” , – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები