სოხუმში „ქართველებთან ბრძოლაში დაღუპული რუსი მშვიდობისმყოფელების“ ძეგლი დაიდგმება

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის დედაქალაქში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს დაღუპული რუსი მებრძოლების ძეგლი დაიდგმება. ძეგლის გახსნა 2015 წლის 22 ივნისისთვის იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მონუმენტის შექმნის დაფინასებას სამშვიდობო ძალების, ლოკალური ომების და შეიარაღებული კონფლიქტების ვეტერანთა საბჭო „მიროტვორეცი“უზრუნველყოფს. ვეტერანთა საბჭოს გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე ევტეევი ხელმძღვანელობს. ევტეევი 2002 წლის აპრილიდან 2005 წლის ივნისამდე აფხაზეთში „რუსული სამშვიდობო ძალების“ მეთაური იყო.

„1994 წლიდან მოყოლებული 2008 წლის ჩათვლით 117 რუსი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა, როდესაც ისინი საქართველოსთან აფხაზეთის საზღვრის 24 კილომეტრი სიგანის უსაფრთხოების ზონას აკონტროლებდნენ. კონტინგენტი რეგიონიდან რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთან ერთად იქნა გაყვანილი“, – წერს gazeta.ru.

„ძეგლი სანაპიროზე, „საბრძოლო დიდების ხეივანის“ ტერიტორიაზე, კავკასიის დამცველი „დიდი სამამულო ომის“ გმირების ძეგლიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით დაიდგმება“, – წერს „რია-ნოვოსტი“.

„ძეგლი მეომრის ფიგურას წარმოადგენს, რომლის ზურგს უკან 5 მეტრი სიმაღლის მარმარილოს და გრანიტისგან დამზადებული სტელა იქნება აღმართული.მშვიდობისმყოფელების მონუმენტის ავტორები რუსი არქიტექტორები და სკუპლტორები არიან. მშენებლობის ტექნიკურ და კონსტრუქციულ ნაწილს სოხუმის საპროექტო ინსტიტუტი ამზადებს“, – ამ ინფორმაციას სოხუმის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით „რია-ნოვოსტი“ ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები