ჯონ კერი: რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დაწესდება


აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა უახლოეს დღეებში რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ფილიპ ჰამონდთან შეხვედრისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ The New York Times-ი ავრცელებს.

„ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ სეპარატისტების უკან რუსეთი დგას. ჩვენ არ ვაპირებთ ვისხდეთ უმოქმედოდ, ქვეყნის სუვერენიტეტის და მთლიანობის ხარჯზე ამ უკიდურესად მხდალი ყოფა-ქცევის ნაწილი ვიყოთ“, – განაცხადა კერიმ.

კერიმ ჟურნალისტებს შეატყობინა, რომ რუსეთთან მიმართებაში „უფრო სერიოზული სანქციების“ დაწესება განიხილება. მისი მოლოდინით, პრეზიდენტი ბარაკ ობამა გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს. ამასთან კერის არ დაუკონკრეტებია, როდის მოხდება ამ სანქციების შემოღება და ამოქმედება.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ობამას ადმინისტრაცია ადრე მიისწრაფვოდა იმისკენ, რომ სანქციებს რუსეთის ხელმძღვანელობაზე და არა რუსეთის მოქალაქეებზე ემოქმედა. ახლა კი საუბარი მიდის სანქციების უფრო ფართო ეფექტებზე, რომელმაც შესაძლოა ქვეყნის შიგნით ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის მიმართ ბევრი კითხვა გააჩინოს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ დამატებითი ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის საპასუხოდ იქნება მიღებული“, – აღნიშნა კერიმ.

წყარო: gordonua.com

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები