მაკკეინი: მე მრცხვენია ჩემი ქვეყნის გამო (ვიდეო)

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი უკრაინის აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის მიმართ ოლანდის და მერკელის პოლიტიკა გააკრიტიკა. ამ თემაზე მაკკეინმა ტელეარხ „CBS“-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„მე ვთვლი, რომ გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა პირველად 70 წლის განმავლობაში ევროპის ქვეყნების დანაწევრების ლეგიტიმაცია მოახდინეს. ეს სირცხვილია“, – განაცხადა ამერიკელმა სენატორმა.
ამერიკელმა პოლიტიკოსმა კონფლიქტისადმი დამოკიდებულების გამო ობამაც გააკრიტიკა.
„მე მრცხვენია ჩემი ქვეყნის გამო, მე მრცხვენია ჩემი პრეზიდენტის გამო, მე მრცხვენია საკუთარი თავის გამო, რადგან მეტის გაკეთება ვერ შევძელი, რათა ამ ადამიანებს დავხმარებოდი“, – აღნიშნა მაკკეინმა.
წყარო: dsnews.ua

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები