უკრაინელებს ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, შენგენის ვიზების აღება გაუჭირდებათ

უკრაინელებს, ეროვნული ვალუტის დევალვაციისა და გრივნის გაუფასურების გამო, შენგენის ვიზების მოპოვება გაუჭირდებათ. იმისათვის, რომ რიგითმა უკრიანელმა შენგენის ვიზა მოიპოვოს, მისი თვიური შემოსავალი მინიმუმ 300-400 ევროს უნდა შეადგენდეს. უკაინული მედიის ინფორმაციით, ვალუტის დაცემამდე, 400 ევრო 4000 გრივნამდე მერყეობდა, ახლა კი 400 ევროს საყიდლად, 12 ათასამდე გრივნაა საჭირო. აღსანიშნავია ისიც, რომ შენგენის ვიზის მოსაპოვებლად დამატებითი ფინანსური შემოსავლის წარდგენაა საჭირო, რომელიც დაამტკიცებს, რომ მათ დღე ღამის განმავლობაში 50-60 ევროს გადახდა შეუძლიათ. ეს შენგენის მოპოვების პროცესს კიდევ უფრ ართულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები