ვიეტნამში 30 ნარკოდილერი სიკვდილით დასაჯეს

   ვიეტნამში სასამართლომ, კონტრაბანდის გადატანის გამო, 30 ადამიანს სიკვდილი მიუსაჯა,- ამის შესახებ “Associated Press”-ი იუწყება. სასამართლომ დაამტკიცა, რომ 21 მამაკაცი და 9 ქალბატონი ლაოსიდან ვიეტნამში ორი ტონა ნარკოტიკ ჰეორინის გადატანაში მონაწილეობდა, რომელიც შემდეგ ჩინეთში უნდა გადაგზავნილიყო. პროცესი ოც დღეს გრძელდებოდა და ვიტნამისთვის, როგორც განაჩენი, რეკორდული გახდა.
შეგახსენებთ, რომ ვიტნამში უმკაცრესი ზომებია ნარკოტიკების ფლობისთვის. 600 გრამ ჰეროინზე სიკვდილით სჯიან. ამ დროისთვის სიკვდილის განაჩენით 700 ადამიანია დაჭერილი. ცნობილია, რომ ვიეტნამი მდებარეობს ძალიან ახლოს ეგრეთ წოდებულ “ოქროს სამკუთხედთან”- მიანმასთან, ლაოსთან და ტაილანდთან. ეს ქვეყნები ავღანეთის შემდეგ ნარკოტიკის გავრცელებაში ლიდერობენ. იქ ოპიუმის ყაყაჩოები მოჰყავთ, რისგანაც შემდეგ ჰეროინს ამზადებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები