სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა – მშობლების პირველი კომენტარი

სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა. პანკისის ხეობის სოფელ ხალაწანში მცხოვრები 24 წლის დავით სვიაკაური სირიაში საბრძოლო შეტაკების დროს გარდაიცვალა. სვიაკაურის მშობლები პირველ კომენტარს აკეთებენ და აცხადებენ, რომ მათი შვილი თურქეთში 2 წლის წინ წავიდა. სირიაში გადასვლის შესახებ მათ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ახალგაზრდა მებრძოლმა საკუთარი ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
გარდაცვლილის მამის იოსებ სვიაკაურის თქმით, თურქეთში წასვლის შემდეგ დავით სვიაკაურმა მშობლებთან კონტაქტი შეწყვიტა და ამის შემდეგ გაიგეს ოჯახის წევრებმა მისი სირიაში გადასვლის შესახებ.
დავით სვიაკაური პანკისის ხეობიდან წასული უკვე რიგით მეათე ადამიანია, რომელიც გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები