“თავისუფალმა თაობამ“ გოგა ხაჩიძის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა

ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ “თავისუფალმა თობამ“ დიღმის ტყე-პარკის გაჩეხვასთან დაკავშირებით დღეს პროკურატურაში განცხადება შეიტანა.
როგორც „თავისუფალ თაობაში“ აცხადებენ, წყნეთის ტყე-პარკის გაჩეხვასთან დაკავშირებით მართლსაწიინაღმდეგო ქმედებაა ჩადენილი. არასამთავრობო ორგანიზაცია მომხდარის გამო გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრს გოგა ხაჩიძეს ადანაშაულებენ.
„პროკურატურაში განცხადება შეივიტანეთ წყნეთის ტყე-პარკის გაჩეხვასთან დაკავშირებით, რომელიც მართლსაწინაღღმდეგო ქმედება გახლდათ და რომელშიც გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, ბატონი გოგა ხაჩიძე ფიგურირებს, როგორც ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე“, – ნათქვამია „ახალი თაობის“ განცხადებაში.
„კვირა“ ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის წევრს გოგა ხაჩიძესაც დაუკავშირდა, თუმცა, მან სატელეფონო კომენტარისგან თავი შეიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები