ვადიმ პრისტაიკო: ჩვენ ფართომასშტაბიანი ომისთვის ვემზადებით
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვადიმ პრისტაიკომ კანადას უკრაინისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდება სთხოვა. მისი განცხადებით, პუტინი აუცილებლად უნდა შეჩერდეს, რადგანაც ის არა მარტო რუსეთს უქმნის საფრთხეს, არამედ – მთელს ევროპას. ინფორმაციას ამის შესახებ ერთ-ერთი რუსული საინფორმაციო საშუალება ავრცელებს.
„არავის შეშინება არ გვსურს, თუმცა ფართომასშტაბიანი ომისთვის ვემზადებით და ველოდებით, რომ მსოფლიო დაიძაბება. ყველას ეშინია ბირთვული იარაღის მწარმოებელ ქვეყანასთან დაპირისპირება, თუმცა ჩვენ არ გვეშინია, რადგანაც ისედაც დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი. აუცილებლად უნდა შევაჩეროთ პუტინი “, -განაცხადა პრისტაიკომ.