“ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტულმა დაჯგუფებამ ერაყის ეროვნული ბიბლიოთეკა ააფეთქა
ერაყის ქალაქ მოსულში, “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტულმა დაჯგუფებამ ერაყის ეროვნული ბიბლიოთეკა ააფეთქა. ბიბლოთეკაში უნიკალური ნაკრძალი დაიწვა. მათ შორის უნიკალური მანუსკრიპტები, უძველესი არაბული წიგნები, ბიბლია და სხვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიბლიოთეკის აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ქალაქი მოსული, რომელშიც აფეთქება მოხდა, ერაყში სიდიდით მეორე ქალაქია, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მას ვერ აკონტროლებს. მას ტერორისტული დაჯგუფებები მართავენ.