ბანგლადეშში სამგზავრო ბორნის ჩაძირვის შედეგად 70-მდე ადამიანი დაიღუპა
ბანგლადეშში სამგზავრო და სატვირთო ბორნების შეჯახების შედეგად 70-მდე ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამგზავრო ბორანზე 200-მდე მგზავრი იმყოფებოდა. მათ შორის 50-მდე ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, დანარჩენებს სამაშველო სამსახური ამ დრომდე ეძებს. რაც შეეხება სატვირთო ბორანს, მას ნავთობი გადაჰქონდა. ორი გემის შეჯახების შედეგად მხოლოდ სამგზავრო ბორანი დაიზიანდა და ის ჩაიძირა. ბანგლადეშის სამართლდამცავებმა სამგზავრო გემის კაპიტანი უკვე დააკავეს.