ხარკოვში გლოვის დღე გამოცხადდა
უკრაინის ქალაქ ხარკოვში გლოვის დღე გამოცხადდა. ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გენადი კერნესის განცხადებით, გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების პატივსაგებად დღეს დროშებს დაუშვებენ. გარდა ამისა, გაუქმდება გასართობი ღონისძიებები.
გუშინ ხარკოვში, სპორტის სასახლესთან, “მშვიდობიანი მარშის” დროს მომხდარი აფეთქების შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, 11 მძიმედ დაშავდა. დღის მეორე ნახევარში უკრაინის უშიშროების სამსახურმა, ტერაქტის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავა.