გამოძალვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს -როგორ მოატყუა მან ფეისბუქის მეშვეობით გოგონები? (ვიდეო)

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ბაჩანა ტ. გამოძალვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბაჩანა ტ-მ სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოგონილი სახელით შექმნა გვერდი, რომლის მეშვეობითაც დაუკავშირდა ამავე სოციალური ქსელის მომხმარებელ ორ არასრულწლოვან გოგონას, როგორც ერთ-ერთი სამოდელო სტუდიის მენეჯერი და შესთავაზა „ონლაინკონკურსში“ მონაწილეობის მისაღებად მისთვის ფოტოსურათები გადაეგზავნათ.
ბრალდებული დაჰპირდა გოგონებს, რომ შერჩევის შემთხვევაში, გარკვეული თანხის ანაზღაურების პირობით, აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობას მიაღებინებდა. გოგონებმა მას საცურაო კოსტიუმში გადაღებული პირადი ფოტოები გაუგზავნეს, რის შემდეგაც ბრალდებულმა მათ 100-100 ლარის გადაცემა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში – ფოტოების გასაჯაროვებით დაემუქრა. ერთ-ერთმა დაზარალებულმა ბაჩანა ტ-ს 50 ლარი, ხოლო მეორემ 70 ლარი და „ქენონის“ ფირმის ფოტოაპარატი გადასცა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას – დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულის ნაწილი, ხოლო საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას – მისი პირადი კომპიუტერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები