სლოვაკეთის პრემიერი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შესუსტდეს

  • სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მხარდაჭერა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შერბილებითაც უნდა გამოიხატოს.
    ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „Тopky.sk» ავრცელებს.
    სლოვაკი პრემიერის აზრით, სანქციების შესუსტების მხრივ, სხვათაშორის რუსეთის ფედერაციის გარკვეულ წარმომადგენლებზე სავიზო აკრძალვის მოხსნა შეიძლებოდა. „ეკონომიკური და ფინანსური სანქციები – ეს ყველაფერი კარგია, თუმცა ადამიანებს მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა ფიცომ და დასძინა, რომ აკრძალვები დიალოგს ართულებს. ფიცოს განცხადებითვე, გარდა ამისა, სანქციების გამო სლოვაკეთიც იტანჯება, რადგან ბევრმა ადამიანმა სამუშაო ადგილი დაკარგა. „ვიცი, რაღაცის მსხვერპლად გაღებაა საჭირო, მაგრამ შეცვალეს კი სანქციებმა რუსეთის პოზიცია? მე მეჩვენება, რომ არა“, – აღნიშნა სლოვაკმა პრემიერმა.
    მანვე, ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინაში კონფლიქტის საომარი გზით გადაჭრა გამორიცხულია. „გამოსავალი პოლიტიკოსებმა უნდა ეძებონ და კომპრომისებზე წავიდნენ“, – აცხადებს ფიცო. „პრობლემის გადაჭრა შეიძლება სპეციალური რეჟიმის შემოღება გამხდარიყო – ფედერალიზაცია ცალკეული რეგიონებისთვის, ისეთების როგორიც დონეცკი და ლუგანსკი გახლავთ“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.

    წყარო: eurointegration.com.ua

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები