გალში მეგრულენოვანი ტელევიზია იხსნება და შესაძლოა, სასწავლო პროცესიც მეგრულ ენაზე წარიმართოს

დე ფაქტო აფხაზეთში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად გალის რაიონის ტერიტორიაზე მეგრულენოვანი ტელევიზია იხსნება. უახლოეს მომავალში კი, შესაძლოა, სასწავლო პროცესიც მეგრულ ენაზე წარიმართოს, – განცხადება ამის შესახებ გალის ე.წ გუბერნატორმა თებურ ნადარიამ გააკეთა. აღსანიშნავია ისიც, რომ სასწავლო პროცესის მეგრულ ენაზე წარმართვასთან ერთად, შეიქმნება სპეციალური საგანი, რომელიც, ადგილობრივებს, მეგრულ ენას შეასწავლის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველი მეგრული ტელევიზია გალში 1 მარტს გაიხსნება. განცხადება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები