გერმანული მედია: პუტინი ცოლზე ძალადობდა
ერთ-ერთმა გერმანულმა ტელეარხმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. როგორც ფილმის რეჟისორები ამტკიცებენ, საზოგადოებამ პუტინის შესახებ სამი მნიშვნელოვანი ფაქტი უნდა იცოდეს. პირველი: ის, რომ მისი ჯანმრთელობა არც ისე იდეალურია, როგორც შორიდან ჩანს, დოკუმენტური ფილმიდან ირკვევა, რომ რუსეთში დაზვერვის სამსახურში მუშაობისას პუტინმა საკუთარი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად დაიზიანა და პრობლემები მას ახლაც აქვს. მეორე: მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ პუტინი ბოტოქსის დიდი მოყვარულია და მას აქტიურად მოიხმარს. მესამე ფაქტორი კი ის არის, რომ პუტინი მოძალადეა, ის წლების მანძილზე ძალადობდა საკუთარ ცოლზე და ხშირად სცემდა კიდეც მას.
მათი განქორწინების მთავარი მიზეზიც ეს გახდა.