აშშ ტერორისტულ დაჯგუფება “ბოკო ჰარამის”დასამარცხებლად კამერუნში ჯარებს გაგზავნის
აშშ ტერორისტული დაჯგუფება “ბოკო ჰარამის” დასამარცხებლად კამერუნში ჯარებს გაგზავნის, – განცხადება ამასთან დაკავშირებით კამერუნში ამერიკის ელჩმა მიშელ ჰოზამ გააკეთა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კამერუნის გარდა სამხედრო შეიარაღებას ნიგერიაში და ჩადშიც გაგზავნის. აღსანიშნავია ისიც, რომ “ბოკო ჰარამის”ტერორისტული გაერთიანების ორგანიზატორების დაჭერისათვის აშშ-მ 7 მილიონი დოლარი გამოყო.