ბანგლადეშში გემის ჩაძირვის შედეგად 10 მგზავრი დაიღუპა

ბანგლადეშში, მდინარე ლადმაში გემის ჩაძირვის შედაგად, მინიმუმ 10 მგზავრი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბანგლადეშის სამაშველო სამსახური იუწყება, რომ მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდის. სამგზავრო გემის ჩაძირვის მიზეზი სატვირთო ბორანთან შეჯახება გახდა. სამგზავრო გემს 200 მგზავრი გადაჰყავდა, სატვირთო გემს კი ნავთობი. ამ დრომდე მხოლოდ 30 მგზავრის გადარჩენა მოხერხდა, 10 ადამიანი  დაღუპულად ითვლება, დანარჩენებზე კი ინფორმაცია ამ დრომდე არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები