ბანგლადეშში გემის ჩაძირვის შედეგად 100 მგზავრი დაიკარგა
ბანგლადეშში, მდინარე ლადმაში ჩაძირულ გემზე მყოფი 100 -მდე მგზავრის ადგილმდებარეობა ამ დრომდე უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გემბანზე სულ 150 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის მხოლოდ 30 მგზავრის გადარჩენა მოხერხდა.
შემთხვევა ბანგლადეშის დედაქალაქ დაკადან 70 კმ-ში მოხდა. გემის ჩაძირვის ზუსტი მიზეზები ამ დრომდე უცნობია.