ანგელა მერკელი: თუ რუსეთი მინსკის შეთანხმებას არ შეასრულებს, სანქციები გაგრძელდება

ჩვენი მიზანი რუსეთისთვის არა სანქციების დაწესება, არამედ უკრაინაში მშვიდობის დამყარებაა, – განცხადება ამასთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა პარიზში ელისეის სასახლეში შეხვედრისას გააკეთეს.

“სირთულეები უკრაინისთვის არ დასრულებულა. აუცილებლად უნდა მოხდეს შეიარაღებისა და მძიმე ჯავშანტექნიკის გამოყვანა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ სანქციების პოლიტიკაც შეწყდეს, მაგრამ თუ რუსეთი მინსკის შეთანხმებას არ შეასრულებს, მაშინ სანქციები უდაოდ გაგრძელდება”, – განაცხადა მერკელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები