ნახევარ საათში კიევში “ღირსების მარში” დაიწყება

ნახევარ საათში კიევში “ღირსები მარში” დაიწყება. მაშტაბური მსვლელობა კიევის სამ ქუჩას მოიცავს, სამ საათზე კი დემონსტრანტები კიევის მთავარ მოედანზე “მაიდანზე” შეიკრიბებიან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ღირსების მარშს” უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებისა და დემონსრანტების გარდა, ათამდე ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან, მათ შორის იქნებიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე და ლატვიის პრეზიდენტი ანდრის ბერზინში. აღნიშნულ აქციაზე შეკრებილი ადამიანები უკრაინელებს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქციას არ დაესწრება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრიანის პრეზიდენტის ამჟამინდელი მრჩეველთა საბჭოს თავჯმდომარე მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები