ჯონ ქერი: გადაწყვეტილებას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით ობამა ამ დღეებში მიიღებს

გადაწყვეტილებას უკრაინისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამ დღეებში მიიღებს, – განცხადება ამასთან დაკავშრებით ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ გააკეთა.
მისივე განმარტებით, უკრიანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, აშშ ევროპის ქვეყნებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ქერის განცხადებითვე, თუ რას მოიმოქმედებს აშშ და ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ, თუ ის კვლავაც განაგრძობს აღმოსავლეთ უკრაინაში აგრესიულ პოლიტიკას წარმოებას, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები