სემენ სემენჩენკო “დონბასის” გენერლობიდან გადადგა
რადას დეპუტატი სემენ სემენჩენკო, რომელიც უკრაინული სამხედრო ბატალიონის “დონბასის”გენერალი იყო, ჯარს ვეღარ უხელმძღვანელებს, განცხადება ამასთან დაკავშირებით უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სტეფან პოლტოროკმა გაავრცელა.
“ვერც ერთი უკრაინელი დეპუტატი ვერ უხელმძღვანელებს სამხედრო ბატალიონს.ფაქტი, როდესაც ისინი გავლენას ახდენენ ჯარისკაცებზე, ან ადამიანების სხვადასხვა ჯგუფებზე არასწორია”, – განაცხადა პოლტორაკმა.