ბიშკეკში ძლიერმა ქარმა საავადმყოფოს სახურავი დააზიანა (ვიდეო)

 ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ძლიერმა ქარმა ერთ-ერთი საავადმყოფოს სახურავი დააზიანა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საავადმყოფოს არ მიეწოდება ელექტროენერგია. შენობის რეაბილიტაციას 10 ათასამდე დოლარი ესაჭიროება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაზიანებულია საავადმყოფოსთან მდებარე შენობებიც, თუმცა ზარალი ჯერჯერობით არ დაუთვლიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები