უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო შიმშილს განაგრძობს

უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო შიმშილს განაგრძობს.
როგორც უცხოური მედია ადვოკატზე დაყრდნობით წერს, მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშეა.
უკრაინელმა მფრინავმა შიმშილი მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსკოვის ციხეში, მას ავადმყოფობის დროს, შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს. სავჩენკო რუსმა სამხედროებმა ზაფხულში ლუგანსკის რაიონში დაატყვევეს. მას ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობისათვის ედება ბრალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები