“თუ რუსი ჯარისკაცები მშვიდობისმყოფელები გახდებიან, კონფლიქტი აფხაზეთისა და ოსეთის ანალოგი გახდება“

ჩვენ არ გვსურს, რომ რუსი ჯარისკაცები მშვიდობისმყოფელები გახდნენ, – ამის შესახებ უკრაინის ექსპრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების მინსკის და ნორმანდიის ფორმატები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში კონფლიქტის დარეგულირებას ხელს ვერ შეუწყობს.
„ორივე ფორმატი კონფლიქტის ორივე მხარის დასწრებას არ ითვალისწინებს. ასე მაგალითად, ნორმანდიის ფორმატში კონფლიქტის მხარედ მხოლოდ უკრაინაა წარმოდგენილი. საფრანგეთი, გერმანია და რუსეთი კი დამკვირვებლების სტატუსს ფორმალურად ატარებენ. მინსკის საკონტაქტო ჯგუფის ფორმატშიც უკრაინა როგორც კონფლიქტის მხარეა წარმოდგენილი. ეუთო და რუსეთი კი როგორც დამკვირვებლები. დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლები ამ შეხვედრებზე შეთანხმებებზე ხელის მოწერისას საკუთარ თანამდებობებს არ უთითებენ და მხოლოდ გვარსა და ინიცალებს ტოვებენ“, – განაცხადა იუშჩენკომ.
მისივე თქმით, კიევის გადაწყვეტილება, რომ სამშვიდობო კონტინგენტი მოიწვიოს, შესაძლოა, მოულოდნელი შედეგის მომტანი აღმოჩნდეს.
„პასუხი ჩვენთვის აშკარა იქნება, თუ კი ყველაფერი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოდელის მსგავსად განვითარდა, სადაც აგრესორი და ოკუპანტი მშვიდობისმყოფელი გახდა. ჩვენ კი არ გვინდა, რომ რუსი ჯარისკაცები მშვიდობისმყოფელები გახდნენ“-მიიჩნევს ვიქტორ იუშჩენკო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები