ბანგლადეშში გემი ამობრუნდა, არიან დაშავებულებიც
ბანგლადეშში მდინარე პადმაში, სატვირთო გემი ამობრუნდა, რომელსაც ნავთობი გადაჰქონდა. შემთხვევა ბანგლადეშის დედაქალაქ დაკადან 70 კილომეტრში მოხდა. ბორტზე 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მგზავრების გადარჩენა დროულად მოხერხდა, თუმცა არიან დაშავებულებიც. გემი ქალაქ პატურიადან დაულატდიაში მიემგზავრებოდა.