მოსკოვში “ანტიმაიდნის” აქციაში 35 ათასმა დემონსტრანტმა მიიღო მონაწილეობა

მოსკოვში, მაიდანის აქციის საპასუხოდ გამართულ საპროტესტო აქციაზე, რომელსაც”ანტიმადანის” აქცია უწოდეს, 35 ათასამდე დემონსტრანტი დაესწრო. მათ შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური ფრაქციების წარმომადგენლები.

დემონსტრანტები რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ არსებულ პოლიტიკას, მათ შორის აღმოსავლეთ უკრიანაში მიმდინარე მოვლენს მხარს უჭერდნენ.
“მის-ნიუსის” ინფორმაციით, აღნიშნული აქცია რუსეთის ფედერაციის მთავრობის ორგანიზებით მოეწყო. აქციაზე მისულ დემონსტრანტებს თავიანთ ბანერებზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ის მოწოდებები ეწერათ, რომელსაც ის აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აჟღერებდა ” რუსეთი მადაინის წინააღმდეგ”.
“რუსეთი არავის მისცემს უფლებას, მას ძალადობრივი ენით ესაუბრონ”, “დათვი არასდროს იღებს ნებართვას”, “ჩვენ დონბასი ვართ”, “არა მაიდანს”. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო აქციაზე არავინ დაშავებულა. მან მშვიდობიანად ჩაიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები