3 ბრიტანელი მოსწავლე “ისლამურ სახელმწიფოსთან” თანამშრომლობისთვის სირიაში გაემგზავრა
ბრიტანეთში 16 წლამდე ასაკის 3 მოსწავლეს ეძებენ, ვარაუდობენ, რომ ისინი სირიაში გაემგზავრნენ, რათა ტერორისტულ გაერთიანება “ისლამურ სახელმწიფოს” შეერთებოდნენ.
ერთ-ერთი რუსული საინფორმაციო საშუალება იუწყება, რომ გოგონები ჯერ თურქეთში გაემგზავრნენ, სირიის საზღვარზე გადასვლას ისინი სწორედ აქედან შეეცდებიან. ეს ბრიტანეთში პირველი შემთხვევა არ არის, თავდაცვის უწყების ინფორმაციით, 600 მდე ბრიტანელი ახალგზარდა უკვე “ისლამური სახლმწიფოს” რიგებშია და მათ ინტერესებს იცავს.