ერაყის დედაქალაქის მერი ქალი გახდა

ერაყის უმაღლესი განათლების სამინისტროს ჩინოვნიკი ზიკრა ალ ვიში ბაღდადის მერად დაინიშნა. ერაყში მაღალ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ეს ქალის დანიშვნის პირველ შემთხვევა გახლავთ. განათლებით ინჟინერი ალ ვიში მერის პოსტზე მუშაობას 22 თებერვლიდან შეძლებს. მანამდე ქვეყნის პრემიერმა ჰაიდარ ალ-აბადემ ბაღდადის მერი ნაიმა აბუდა თანამდებობიდან გაანთავისუფლა. ქალაქის მერის პოსტზე ქალის დანიშვნა, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან ერაყში ქალთა უფლებების დარღვევის მძაფრი კრიტიკის ფონზე მოხდა.
წყარო: radiosvoboda.org

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები