სამხრეთ სუდანში 89 მოსწავლე გაიტაცეს

 სამხრეთ სუდანში სკოლის 89 მოსწავლე დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ გაეროს ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს. გაეროს ბავშვთა ფონდ „იუნისეფის“ ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა ზედა ნილოსის შტატში, პატარა ქალაქ ვაუ შილუკის ყველა სახლი გაჩხრიკეს და 12-13 წლის ასაკის ბიჭები გაიტაცეს. სავარაუდოდ, გამტაცებლები ქვეყნის კონფლიქტურ რეგიონებში ბავშვების ჯარისკაცებად გამოყენებას გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები