ტყიბულში მაღაროში მეშახტე დაიღუპა

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა. მეშახტე ნ.ბ. საწარმოო პროცესის დროს დაიღუპა. როგორც „კვირას“ ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ განუცხადა, მაღაროში ორი ვაგონი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. ჩაფიძის ინფორმაციით, მეშახტე ადგილზე გარდაიცვალა.
„როგორც “საქნახშირ ჯი-აი-ჯის” გენერალურმა დირექტორმა ვალერი კუხალაშვილმა ინფორმაცია მომაწოდა, ამ წუთებში მეშახტის ცხედარი ქუთაისის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში გადაჰყავთ“, – ამბობს ელისო ჩაფიძე.
უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები