აზერბაიჯანში ნაციონალური ვალუტა – მანათი დოლარსა და ევროსთან მიმართებაში მკვეთრად დაეცა
“contact.az”-ის ინფორმაციით, 21 თებერვლის მონაცემებით, მანათი დოლართან მიმართებაში თითქმის 33.5%-ით, ევროსთან მიმართებაში კი 30%-ით გაუფასურდა.
აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შედეგად 1 დოლარის შეძენა 1.05 მანათად, 1 ევროს შეძენა კი 1.19 მანათადაა შესაძლებელი.
“ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმ მიზნით, რომ ნაციონალური ეკონომიკის განშტოებას, კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და საექსპორტო პოტენციალს დამატებითი სტიმული მიეცეს. ასევე იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საგადამხდელო ბალანსისა და ქვეყნის საერთაშორისო გადახდისუნარიანობის სტრატეგიული მდგრადობა”, – წერს “contact.az” სამთავრობო მედიასაშუალებებზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, მანათის კურსის კორექცია, აზერბაიჯანის სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, დოლართან მიმართებაში ამ ქვეყნების ეროვნული ვალუტის კურსის დაცემის ზეგავლენის ნეიტრალიზაციისკენაა მიმართული.
“contact.az” წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსურ ბაზარზე პანიკის გაძლიერებისა და დოლარსა და ევროზე მოთხოვნის მკვეთრი გაზრდის საფუძველი გახდება. გამოცემა ასევე ვარაუდობს, რომ მკვეთრად გაძვირდება იმპორტიც. აზერბაიჯანის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან ამ თემებზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.
წყარო: “პირWელი”