ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
ჩინეთში 4.4 მაგნიტურის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგადაც 10 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას “ბი-ბი-სი” ავრცელებს.
როგორც “ბი-ბი-სი” იტყობინება, ადგილობრივი მთავრობის ცნობით, მიწისძვრა სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში, კერძოდ, იუნანის პროვინციაში მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგების შედეგად, 280-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.