ვიქტორ იანუკოვიჩს უკრაინაში დაბრუნება სურს
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა თავის სამომავლო გეგმებზე ევრომაიდნის წლისთავზე, რუსულ მედიასთან ისაუბრა.
როგორც იანუკოვიჩი ამბობს, უკრაინაში განვითარებული მოვლენები მას ძალიან აწუხებს. მისივე თქმით, თუ შესაძლებლობა მიეცემა, იგი მზადაა უკრაინელი ხალხის უკანონობისა და ქაოსისგან დასაცავად.
ამავე ინტერვიუში, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ახლა რუსეთს აფარებს თავს, სინანულს გამოთქვამს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შესაჩერებლად არაფრის გაკეთება არ შეუძლია.