პან გი მუნმა უკრაინელ მინისტრთან დონბასში გაეროს სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი განიხილა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლე კლიმკინმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა დონბასში სამშვიდობო მისიის გაგზავნის შესაძლებლობის საკითხი განიხილეს.
ამის შესახებ განცხადება გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა გააკეთა.
“უკრაინის აღმოსავლეთში სამშვიდობო მისიის გაგზავნის შესაძლებლობაზე საუბრისას, გენერალურმა მდივანმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს აცნობა, რომ გაერო ნებისმიერი გადაწყვეტილებით იხელმძღვანელებს, რომელსაც ამ საკითხზე უშიშროების საბჭო მიიღებს“, – განაცხადა დიუჟარიკმა.
შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოების და თავდაცვის სხდომაზე პრეზიდენტმა პოროშენკომ დონბასში ევროკავშირიდან სამშვიდობოების შემოყვანის წინადადება წამოაყენა.
წყარო:censor.net.ua