პოროშენკომ იანუკოვიჩს „ჯოჯოხეთში სამუდამოდ დაწვა“ უსურვა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო დარწმუნებულია, რომ მისი წინამორბედი ვიქტორ იანუკოვიჩი მაიდანის მონაწილეების დახვრეტისთვის „ჯოჯოხეთში სამუდამოდ დაიწვება“.

ამის შესახებ პოროშენკომ „ზეციური ასეულის გმირების“ ოჯახის წევრების დაჯილდოებისას განაცხადა. ამ ინფორმაციას პრეზიდენტის საიტი ავრცელებს.

„კაცობრიობის წინააღმდეგ არსებულ კითხვებს ხანგრძლივობის ვადა არა აქვთ. მაგრამ საკუთარ თავს და თქვენ რიტორიკულ შეკითხვას დაგისვამთ: განა რუსეთი როდისმე გადმოგცემს მაიდანის სისხლისღვრის მთავარ დამნაშავე იანუკოვიჩს? მე ეჭვი არ მეპარება, რომ ის ჯოჯოხეთში სამუდამოდ დაიწვება, მაგრამ ეს უკვე მიწიერი სასამართლოს იურისდიქციის მიღმაა“, – განაცხადა პოროშენკომ.

„მეტ ნაკლებად სამართლიანობის ზეიმისთვის ჩემი ინიციატივით უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი ყოფილი რეჟიმის ხელმძღვანელების, რომლებიც ხალხს კლავდნენ და ქვეყანას ძარცვავდნენ – პასუხისმგებლობაში დაუსწრებლად მიცემის შესახებ, მაგრამ ეს საკმარისი არაა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მანვე მოსახლეობას შეახსენა, რომ გენერალურმა პროკურატურამ და უშიშროების სამსახურმა მაიდანის მონაწილეთა დახვრეტაში მკაფიო რუსული კვალი დაადგინა.

წყარო: unian.net

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები