შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის პირი დააკავა

   შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად 1975 წელს დაბადებული თეიმურაზ ბ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნინიგორში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას 0,3088 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,0497 გრ ჰეროინს შეიცავს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა აღნიშნული ნარკოტიკი თურქეთის რესპუბლიკაში შეიძინა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.
ნარკოლოგიური შემოწმებით დადგინდა, რომ თეიმურაზ ბ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის და ნარკოტიკული საშუალების განმეორებით უკანონო მოხმარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 273-ე მუხლით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები