მსოფლიო ბანკის პროგნოზით 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით, უკრაინის 2.0%-ით, ხოლო მოლდოვის 2,7%-ით გაიზრდება

მსოფლიო ბანკმა მორიგი ანგარიში „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები 2026“ გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება, რაც 2025 წლის ივნისის პროგნოზთან შედარებით 0,5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გლობალურმა ეკონომიკამ მოსალოდნელზე გაცილებით მაღალი მდგრადობა გამოავლინა.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით 2026 წელს კავკასიის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკა შემდეგი პროცენტული მაჩვენებლებით გაიზრდება:

2026 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 5.5%-ით

2026 წელს სომხეთის ეკონომიკა გაიზრდება 4.9%-ით

2026 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა გაიზრდება 1.8%-ით.

მსოფლიო ბანკის ცნობით, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელია შენელდეს და 2026 წელს 3.3 პროცენტს, ხოლო 2027 წელს 3.1 პროცენტს გაუტოლდეს.

სომხეთსა და საქართველოში კერძო მოხმარება მოსალოდნელია შენელდეს, რადგან ეკონომიკური აქტივობა მაღალი საბაზისო მაჩვენებლიდან ნორმალიზდება, ხოლო ფულადი გზავნილების შესუსტება და ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების შემცირება, პროგნოზების მიხედვით, ზეწოლას მოახდენს მიმდინარე ანგარიშების ბალანსზე.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2025 წლის აგვისტოში მიღწეული წინასწარი სამშვიდობო შეთანხმება მოსალოდნელია გააძლიეროს რეგიონული სტაბილურობა და ხელი შეუწყოს ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებას.

როგორც მსოფლიო ბანკის ანგარიშში „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები 2026“ არის აღნიშნული, 2026 წელს:

მოლოდოვის ეკონომიკა 2026 წელს გაიზრდება 2,7%-ით (გადახედვა ივნისის პროგნოზთან შედარებით +0,3%).

უკრაინის ეკონომიკა გაიზრდება 2%-ით (გადახედვა ივნისის პროგნოზთან შედარებით -3,2%).

წყარო: businessinsider.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები