აბაშიძე-კარასინის შეხვედრა პრაღაში 26 თებერვალს გაიმართება

აბაშიძე-კარასინის შეხვედრა პრაღაში 26 თებერვალს გაიმართება. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, შეთანხმება 16 თებერვალს სატელეფონო საუბრისას მოხდა.
ლუკაშევიჩმა განსახილველ საკითხებზე წინასწარი კომენტარისგან თავი შეიკავა.
“როგორც იცით, ამ რეგულარულ კონტაქტებს საკმაოდ ფართო დღის წესრიგი აქვს და მასზე განიხილება ყველა აქტუალური საკითხი. ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა, ღიად განვიხილოთ სხვადასხვა თემები და მივიდეთ რაიმე შეთანხმებამდე, რაც ჩვენ დიალოგს წინ წასწევს”, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები