„ ინფრასტრუქტურის სამინისტროში ცალკეული მოადგილეებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მიმდინარეობს“

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ცალკეული პირების თანამდებობიდან გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა საკადრო ცვლილებებზე საუბრი არასწორია, – ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა „მაესტროს ცხრიანში“ ჩართვისას განაცხადა. „სამინისტროში მოადგილეების დამატება და ცალკეული მოადგილეებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მიმდინარეობს, თუმცა, საუბარი საკადრო ცვლილებებზე არასწორია“, – განაცხადა შერგელაშვილმა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 2015 წლიდან სოფლის განვითარების პროგრამები უფრო დაიხვეწა. „სოფლის განვითრების პროგრამაში ბევრი ტექნიკური ხასიათს სიახლეებია. მუნიციპალიტეტებში თანხების ხარჯვა 2015 წლიდან ბევრად უფრო ეფექტური გახდება“, – განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები