გუბაზ სანიკიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა

გუბაზ სანიკიძე უმრავლესობის წარდგინებითა და კვოტით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა. სანიკიძეს ახალ თანამდებობაზე 104-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
სანიკიძეს პარლამენტში კავკასიის საკითხთა და დიასპორასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.
შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერობიდან დღეს გადააყენეს. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადება პარლამენტს დავით უსუფაშვილმა გააცნო.
,,ჩემს სახელზე პარლამენტში შემოსულია საპარლამენტო უმრავლესობის განცხადება, რომლითაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გვამცნობს, რომ პარლამენტის რეგლამეტის 113-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე საპარლამეტო უმრავლესობის წარდგინებით არჩეული პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძეზე გამოწვეულია ამ თანამდებობიდან“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილმა ზურაბ აბაშიშეს მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის და შემდგომი წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები