გიორგი გეგეჭკორი კიევის საპატრულო პოლიციის უფროსად ინიშნება?!
„ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელის ზურა ქადაგიძის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში კიევის საპატრულო პოლიციის უფროსად შესაძლოა, გიორგი გეგეჭკორი დაინიშნოს. როგორც „კვირას“ ქადაგიძემ განუცხადა, მან გეგეჭკორის კიევის საპატრულო პოლიციის უფროსად სავარაუდო დანიშვნის შესახებ ინფორმაცია უკრაინიდან მიიღო.
„უკრაინიდან, სანდო პირებისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ შესაძლოა, გიორგი გეგეჭკორი კიევის საპატრულო პოლიციის უფროსად დანიშნონ“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას ზურა ქადაგიძე.
ზურა ქადაგიძემ ამ საკითხთან დაკავშირებით გაზეთ „ალიასთანაც“ ისაუბრა. მისი თქმით, ახლო მომავალში საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გააკეთებს განცხადებას და ქართველ მოქმედ თუ ყოფილ სამართალდამცავებს უკრაინაში სამუშაოდ მიიწვევს.