ზურაბ აბაშიძე: ძალიან მიხარია, რომ ”ქართული ოცნება” რაღაცაზე შეთანხმდა

”ძალიან მიხარია, რომ ”ქართული ოცნება” რაღაცაზე შეთანხმდა,” – ასე აფასებს ზურაბ აბაშიძე მისი ჩანაცვლების გადაწყვეტილებას.
ამის შესახებ აბაშიძემ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ძალიან მიხარია, რომ ზოგადად, „ქართული ოცნება” რაღაცაზე შეთანხმდა, იმიტომ, რომ მთელი რიგი პრობლემაა ქვეყანაში და ვერ თანხმდებიან, როგორ მართონ ქვეყანა. არის რაღაც საკითხი, რომელიც უკავშირდება ზურაბ აბაშიძეს და, როგორც იქნა, „ქართულმა ოცნებამ” მიაღწია შეთანხმებას,” – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერობიდან გადააყენეს. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადება პარლამენტს დავით უსუფაშვილმა გააცნო. უმრავლესობის გადაწყვეტილებას პარლამენტი ცნობად იღებს. ზურაბ აბაშიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე უმრავლესობის მიერ იყო წარდგენილი. “ქართული ოცნება” აბაშიძის ჩანაცვლებას გუბაზ სანიკიძით აპირებს. დავით უსუფაშვილმა ზურაბ აბაშიძეს ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე საქმიანობისთვის მადლობა გადაუცხადა და წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები