მიხეილ სააკაშვილი: უკრაინის რეფორმირება საქართველოზე მარტივია
უკრაინაში რეფორმების გატარება უფრო მარტივია, ვიდრე საქართველოში. იმედი მაქვს, რომ ამ პროცესში ქართველი რეფორმატორების ჯგუფი მნიშვნელოვან წვლილს გაიღებს, განცხადება ამასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ გამოცემასთან საუბრისას გააკეთა.
“საქართველოში რეფორმების განხორციელების კვალდაკვალ, რუსეთი გამუდმებით ზეწოლას ახდენდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სრული ეკონომიკური და ენერგეტიკული ემბარგოები იყო. რუსეთმა ათი ათასობით ადამიანი გააძევა საკუთარი ტრიტორიიდან. გარდა ამისა, ჩვენს წინააღმდეგ ინფორმაციულ ომსაც აწარმოებდნენ. თუმცა, ასეთ პირობებში ჩვენ მაინც შევძელით რეფორმების საკმაოდ წარმატებით გატარება. ვფიქრობ, უკრაინაში ეს ყველაფერი გაცილებით მარტივად მოხდება”,- განაცხადა სააკაშვილმა.