გიორგი კობერიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა – ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის N 53 ბრძანებით, “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა.