ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვს შეხვდა. როგორც პრემიერ- მინისტრის პრესსამსახურში აცხადებენ, შეხვედრაზე ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი თემები, რეგიონული პროექტები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ყურადღება დაუთმეს პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, კულტურის და ჰუმანიტარულ სფეროებში ურთიერთობის საკითხებს. ხაზი გაესვა საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტს. აღინიშნა, რომ საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისთვის დიდი პოტენციალი არსებობს. ამასთან, გამოითქვა კმაყოფილება ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკასთან დაკავშირებით. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის აქტუალურ თემებს. შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში თეიმურაზ შარაშენიძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები