ალექსანდრე ტურჩინოვმა უკრაინის არმიის მობილიზაცია გამოაცხადა
რადას სპიკერმა ალექსანდრე ტურჩინოვმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სრული საბრძოლო მზადყოფნის ბრძანება გასცა. განკარგულებაში ნათქვამია, რომ გაძლიერდება სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის ატომური ელექტროსადგურების დაცვა.
„მე გავეცი უკრაინის არმიის მობილიზაციის ბრძანება, რადგან არსებობს რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის პოტენციური საფრთხე. გაძლიერდება ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების დაცვა, მათ შორის: ატომური ელექტროსადგურების, აეროპორტების, სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტების, – აღნიშნა ტურჩინოვმა.
აღსანიშნავია, რომ რადას სპიკერმა ბრიფინგი უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ ჩაატარა.