თამარ ბერუჩაშვილი: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია.
“მე შემიძლია მკაფიოდ და ცხადად დავადასტურო, რომ საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტიa. ეს ეფუძნება ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს და ურყევ ნებას. რეალურად, ამ საკითხების გადაწყვეტა, შეთანხმება და პროგრესი არის შეთანხმება საქართველოს და ნატო-ს ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ 2008 წელს, ნატო-ს ბუქარესტის სამიტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა. მისივე თქმით, საქმეები, რეფორმები და კონკრეტული ნაბიჯები იქნება პასუხი სკეპტიკოსების იმ კითხვაზე, რომელიც ამ მიმართულებით კიდევ გაისმის.