საპარლამენტო უმცირესობა ზურაბ აბაშიძის განცხადებას საგანგაშოს უწოდებს
“ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის” წევრები პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძის განცხადებას საგანგაშoს და ქვეყნისთვის საზიანოს უწოდებენ. როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, განცხადების შინაარსი ქართველი ხალხის არჩევანს და დამოკიდებულებას ეწინააღმდეგება.
“რუსეთის სიამოვნების გამო საქართველომ უარი არ უნდა თქვას უკეთეს მომავალზე. აბაშიძის განცხადება საგანგაშო და ქვეყნისათვის საშიშია. აბაშიძის ეს განცხადება ასახავს მთავრობის რეალურ განწყობას. ჩვენდა სამწუხაროდ. ბატონი ზურაბის ამ განცხადებას მთავრობის ყველა წევრმა მხარი აუბა. ამ განცხადებების შინაარსი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის არჩევანს და დამოკიდებულებას და ფუნდამენტურ წინააღმდეგობაში მოდის 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში განხორციელებულ პროდასავლურ ქმედებებთან. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, ვინც ფიქრობს, რომ ეს განცხადება საზიანოა, დააფიქსირონ საკუთარი აზრი და გაემიჯნონ ამ განცხადებას,” – აცხადებს დავით ბაქრაძე.